|
2018-04-05 18:46:50, 1667 ნახვა
სამართალი
მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ ტურისტი დაშავდა
მიმდინარე წლის 5 აპრილს, 12:12 საათზე, „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მყინვარწვერზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, სავარაუდოდ, მთამსვლელის დაშავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული შეტყობინება 12:16 საათზე გადაეცა. სამართალდამცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 4 მთამსვლელი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ იმყოფებოდნენ. როგორც ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო. საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფრინავთან ერთად, ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში და მყინვარწვერისკენ გაფრინდა. ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რამდენიმე ცდის მიუხედავად, ჯერ ვერ მოახერხა შემთხვევის ადგილზე დაშვება და დაშავებული პირის საავადმყოფოში გადაყვანა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)