00:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 15:47:00, 1752 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება

სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო ნეგატიურ წარსულს არასდროს დაუბრუნდება.

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით ნურავინ გვაშინებს, ჩამოვიდეს, დავხვდებით, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციური დაწესებულება ელოდება, საქართველო წარსულს, მით უფრო, ნეგატიურ წარსულს, არასდროს დაუბრუნდება. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება დაავიწყდა, რაც წინა ხელისუფლებამ ქვეყანას თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით  ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით საქართველოში მთავრობა წელსვე უნდა შეიცვალოს და „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში ის რიგი ეკონომიკური ზომების გატარებას, მათ შორის „ბანკების მაფიის თარეშის“ დასრულებას და ხელფასების ზრდას გეგმავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics