00:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 17:22:30, 1588 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რიცხვი განახევრებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია.

მისი თქმით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით,  აღნიშნული რიცხვი განახევრებულია:

„მნიშვნელოვანია, ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაციები ნარკოდანაშაულთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შესამოწმებლად გადაყვანილ ნარკომომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეშფოთება საფუძველს მოკლებულია. მხოლოდ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ეს ციფრი განახევრებულია და 2013 წელთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული. შემოწმების მეთოდების დახვეწასა და ზოგადად ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში. გადაიხედება დოზები, შემცირდება სასჯელები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics