14:48 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 15:17:05, 2105 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყებაში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელჩებს საპროტესტო ნოტები გადაეცემათ.

„30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებული არიან რუსეთში აკრედიტირებული უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, რომელთა ქვეყნებმა, დიდი ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული ნაბიჯები გადადგეს.  მათ გადაეცემათ საპროტესტო ნოტები და ასევე განვუცხადებთ საპასუხო ზომებზე, რომელსაც მათ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთი გადადგამს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „სკრიპალის საქმესთან“  დაკავშირებით, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ,  ევროპის ქეყნებმა და მათ შორის საქართველომ, 152 რუსი დიპლომატი გააძევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics