00:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 15:57:42, 1714 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: დიპლომატის გაძევება დაგვიანებით მოხდა - ეს შეიძლება, მოწინააღმდეგემ სისუსტედ აღიქვას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას დაგვიანებული, მაგრამ სწორი ნაბიჯი უწოდა.

როგორც  გოცირიძემ „ ექსპრესნიუსს“ განუცხადა, დიპლომატის გაძევების ერთ-ერთი მიზეზი ოპოზიციის ზეწოლა იყო.

„საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება არის სწორი ნაბიჯი, თუმცა ცუდია რომ დაგვიანებით მოხდა, რაც ხელმძღვანელობის ყოყმანის შედეგია და ეს შეიძლება, მოწინააღმდეგემ სისუსტედ აღიქვას. დიპლომატის გაძევების ერთ-ერთი მიზეზი იყო ოპოზიციის ზეწოლა. როდესაც მოვუწოდებდით ეს დღეები რომ გადაედგა ისეთი ნაბიჯი, რომლაც  აკეთებდა მთელი ცივილიზებული მსოფლიო. ასე რომ ეს სწორი ნაბიჯია“,- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებასთანაც იყოს კავშირში.

„ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებასთან იყოს კავშირში. იმიტომ რომ რუსეთის დამამცირებელი განცხადებები ისმოდა.  მას შემდეგ რაც პრემიერმა კვირიკაშვილმა მორჩილი ტექსტი გააგზავნა და საპასუხოდ მიიღო დაცინვა. როდესაც, რიგითმა თანამშრომელმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ისევე როგორც ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით არსებული პრობლემები, როცა ჭიანურდებოდა მისი გადმოცემის საკითხი დ ასევე, ჟენევაში რუსეთის არაკონსტრუქციული ქცევები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ახდენდა გავლენას. მაგრამ რაცარუნდა აახდენდეს გავლენას, მთავრობას უნდა ქონდეს საკუთარი მკაფიო პოზიცია და კუდში არ უნდა მისდევდეს პროცესებს,  მას შემდეგ რაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics