22:46 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 20:32:27, 1459 ნახვა

კომენტარი
კარასინი: ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების ტექსტზე ვერ შევთანხმდით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება ვერ მოხერხდა.

როგორც კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, დისკუსიის მონაწილეებს ტექსტთან დაკავშირებით განსხავებული შეხედულებები აქვთ.

„სამწუხაროდ, ტექსტთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით, რადგან მონაწილეებს განსხავებული ხედვა აქვთ იმაზე, თუ რა უნდა ჩაიწეროს მასში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ და ისევ ეყრდნობა სტატუსის საკითხს, 2008 წლის შეთანხმებებს, რომლებიც განსხავებულად ესმით თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში. ამიტომ მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მსოფლიო პოლიტიკაში არსებული სირთულეების მიუხედავად, საუბარი  მაინც იყო საკმაოდ კონსტრუქციული, თუმცა ზოგჯერ ემოციური“, – განაცხადა კარასინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ სურს რუსეთს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება, კარასინმა განმარტა, რომ მოსკოვი თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს.

„ჩვენ საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ არ მივიჩნევთ. აგრესია განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა და ჩვენ ამ აგრესიას წინ აღვუდექით.  შევასრულეთ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ყველა პუნქტი და ამ პოზიციაზე ვრჩებით. თუმცა ის, რის მიღებასაც ჩვენ დისკუსიების ფარგლებში ვთავაზობდით, სახელმწიფოთშორისი დოკუმენტი არ არის. ეს არის ემოციური,  ერთობლივი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომ დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ,  ჩვენს სახელმწიფოებს მისცენ სტიმული და ძირითადი განხილვები ეხებოდეს არა ძალის გამოყენებას, არამედ თანამშრომლობასა. როგორც ირკვევა, ამ საკითხზეც კი შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, რადგან ზოგიერთ მონაწილეს, არ დავასახელებ გვარებს, ექმნება შთაბეჭდილება, რომ  ხელს აწერენ რაღაც სახელმწიფოთშორის შეთანხმებას. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია სახელმწიფოთშორის შეთანხმებაზე, იქ ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს. აქ საუბარია უბრალოდ განზრახვის დეკლარაციაზე. საქმე იმდენად ტექსტში არ არის, ტექსტის დაწერას მხოლოდ რამდენიმე საათი უნდა, საქმე ეხება ისეთ ცნებებზე შეთანხმებას, რომლებსაც ყველა გაიზიარებს”,-განაცხადა გრიგორი კარასინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics