14:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 12:50:50, 2156 ნახვა

მსოფლიო
ჯეიმს მატისი: სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება

რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ევროპაში ქიმიური ნივთიერება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენა.

„კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშე დადგა, არის აშკარა, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში პირველად გამოიყენა ქიმიური იარაღი, რომელი მასობრივი განადგურებისთვის გამოიყენება“,- განაცხადა მატისმა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, სკრიპალის მოწამვლის ფაქტს „დაუფიქრებელი ქმედება“ უწოდა. მატისის თქმით, იმის სანაცვლოდ, რომ მეგობრული ურთერთობა შეენარჩუნებინა ნატოსა და ევროკავშირთან, მოსკოვმა კონფრონტაციის გზა აირჩია.

ამასთან, მატისმა რუსი დიპლომატების გაძევება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics