|
2018-03-27 15:03:00, 1899 ნახვა
სამართალი
შსს-ს პოლიციის ატაშეები დამატებით კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ეყოლება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით,დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საქართველოს ევროკავშირის 17 ქვეყანასთან აქვს ორმხრივი შეთანხმება გაფორმებული, ხოლო 10 ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ჯავახაძემ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, პოლიციის ატაშეების როლი ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან ეფექტურია.ჯავახაძე განმარტავს, რომ შსს-ს პოლიციის ატაშე ამ ეტაპზე 8 ქვეყანაში ჰყავს. ესენია: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და შვედეთი. „ანუ ის ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველი იმყოფება და საფრთხეა, რომ კრიმინალური საქმიანობით დაკავდებიან ქართველები. ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვთ პოლიციის ატაშეებს ადგილობრივ პოლიციის ოფისებთან. ამ მხრივ რაიმე პრეტენზია არ არსებობს. გადავწყვიტეთ ეს ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ვფიქრობთ, ახალი ქვეყნები ატაშეების კუთხით იქნება ბელგია, ჩეხეთი გადაფარვით უნგრეთსა და სლოვაკეთში, შვედეთმა გადაფაროს ნორვეგია დანია და ფინეთი, ესპანეთიდან მოხდეს პორტუგალიის გადაფარვა, საბერძნეთიდან კი კვიპროსის, ბულგარეთის, ალბანეთისა და სერბეთის“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)