13:16 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 16:39:37, 1904 ნახვა

მსოფლიო
კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რამაზ „ბაღდათსკი“ დააკავეს

კიევში სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ „ბაღდათსკი“ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 45 წლის რამაზ „ბაღდათსკი“ კრიმინალური პოლიციის ოპერმუშაკებმა კიევის ოლქის ტერიტორიაზე დააკავეს.

"ბაღდასტკი" კიევში 2011 წელს ჩავიდა. 7 წლის განმავლობაში სამართალდამცველებს ის არა ერთხელ დაუკავებიათ. ამასთან, ის რამდენჯერმე უკრაინის ტერიტორიიდან გააჯევეს. გაჯევების შემდეგ, ე.წ. კანონიერი ქურდი უკრაინაში ყალბი საბუთებით ბრუნდებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულს მოქალაქეობა არ აქვს, ის უცხოელთა დროებითი მოთავსების ცენტრში განათავსეს. მას უკრაინიდან დეპორტაცია ელოდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics