07:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 15:08:08, 1776 ნახვა

სამართალი
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ა., ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ალადაშვილის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მოიპარა, რომელსაც საბურავები და მაგნიტოფონი მოხსნა, შემდეგ კი ავტომობილი ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მიატოვა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ქვეპუნქტით",-ნათქვამია შსს-მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics