21:14 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 14:48:59, 1509 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: არსებული ნარკოპოლიტიკა ახალ პრობლემებს აჩენს

დღეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ვერ პასუხობს ნარკოდამოკიდებულების შემცირების მიზანს და თავად აჩენს ახალ პრობლემებს- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა მაღალი იყო, თუმცა რეფორმა ჭიანურდება.

"არსებული ნარკოპოლიტიკა აჩენს ახალ პრობლემებს კონკრეტული ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის. საზოგადოებაში მოლოდინი, იმისა, რომ ეს ნარკოპოლიტიკა შეიცვლებოდა, ჯერ კიდევ 2013 წლიდან არსებობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღემდე ვხედავთ, რომ რეფორმა ჭიანურდება, რაც არის ძალიან სამწუხარო", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი განცხადებით, ამ პირობებში პრეზიდენტმა უკვე შეცვალა შეწყალების კომისიისადმი მიმართვის პროცედურა. გახდა ეს პროცედურა გაცილებით უფრო მარტივი ყველასთვის თანაბრად.

"იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალად შერაცხული აქვთ ნარკოტიკის მოხმარება და ნარკოდანაშაულები, გარდა ნარკოტრანზიტისა, გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილი დანაშაულებისა, ამ ადამიანებს აღარ მოუწევთ თვეობით, ან რიგ შემთხვევებში, წლობით ლოდინი იმისთვის, რომ მიმართონ შეწყალების კომისიას.  ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება და გზას უხსნის ამ ადამიანებს, რომ მათი საქმეები კომისიამ ინდივიდუალურ რეჟიმში შეისწავლოს დამატებითი ლოდინის გარეშე და ინდივიდუალურ რეჟიმში საქმეების შესწავლის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics