22:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 11:26:09, 404 ნახვა

საზოგადოება
საქართველო შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების ქვეყნების უსაფრთხოების მე-10 სიმპოზიუმს მასპინძლობს

საქართველო შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების ქვეყნების უსაფრთხოების მე-10 სიმპოზიუმს მასპინძლობს.

დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სიმპოზიუმი ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაზვერვის ორგანიზებით მიმდინარე სიმპოზიუმში შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო ატაშეები და ექსპერტები მონაწილეობენ.

სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ სოხაძემ სიტყვით მიმართა.

მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება, არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ყოველწლიური სიმპოზიუმი შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის სამსახურების დაახლოებას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ კონსოლიდირებას ისახავს მიზნად.

სიმპოზიუმი 2006 წელს დაარსდა, რომელიც პირველად ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. საქართველოში ფორუმი წელს უკვე მესამედ იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics