2018-03-23 16:49:31, 2736 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერმა მაღაზიაში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტი უწოდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ ფილიპის ინფორმაციით, მაღაზიაში მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს.
ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.
"ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებმა მაღაზიაში მძევლად აყვანილი მოქალაქეები უნდა გაათავისუფლონ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რაც შეეხება თვოთონ ფაქტს, ადამიანების მძევლად აყვანა ეს ტერაქტია", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
სხვადასხვა მედია საშუალებების ინფორმაციით, ერთ-ერთი მძევალი მოკლულია, ხოლო კიდევ ორი დაჭრილი.
ცნობისთვის, დღეს უცნობმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანა. სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი იმყოფება მაღაზიაში. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევარია.
ავტორი: ,