11:38 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 15:13:00, 2373 ნახვა

მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო

უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებითაა დაკავებული, შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შევჩენკოვის რაიონულ სასამართლოში სავჩენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

მედიის ცნობით, უკრაინის გენერალური პროკურატურა დეპუტატისთვის 2-თვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

ამასთან, დაკავებამდე სავჩენკომ აღნიშნა, რომ პროკურატურასთან თანამშრომმლობაზე უარს აცხადებს, თუ უწყების მხრიდან ასეთი ტიპის შემოთავაზება იქნება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო 21 მარტს დააკავეს. მანამდე მას დეპუტატის მანდატი შეუჩერდა. 15 მარტს უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრიანის პარლამენტში ტერაქტს გეგმავდა. გარდა ამისა, უმაღლეს რადაში აჩვენეს ვიდეო, სადაც დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მომხრეებთან ერთად უკრაინაში გადატრიალების გეგმას განიხილავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics