2018-03-23 11:32:34, 2192 ნახვა
მსოფლიო
ტილერსონი: ვაშინგტონი სულმდაბალი ქალაქია, ნუ გახდებით ამის ნაწილი
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელ საღამოზე სიტყვით მიმართა.
ტილერსონმა სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი არ ახსენა, ვაშინგტონს კი, სულმდაბალი ქალაქი უწოდა.
"სახელმწიფო დეპარტამენტში ყველა მნიშვნელოვანია. მოეპყარით ერთმანეთს კეთილგანწყობით, რადგან ვაშინგტონი სულმდაბალი ქალაქია, არ არის აუცილებელი ამის ნაწილი თქვენც გახდეთ. ყოველი ჩვენგანი თავად ირჩევს, როგორ მოიქცევა და როგორი იქნება. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – განაცხადა ტილერსონმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს გადააყენა. ტილერსონის ნაცვლად სახელმწიფო მდივნის პოსტი მაიკ პომპეომ დაიკავა.
ავტორი: ,