22:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 16:01:16, 620 ნახვა

საზოგადოება
სკოლების ავტორიზაციის გავლის ვადა შესაძლოა, გაიზარდოს

სკოლების ავტორიზაციის გავლის ვადა შესაძლოა, გაიზარდოს. ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული. 

პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლები ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებად 2020–2021 სასწავლო წლამდე ჩაითვლებიან.
პროექტის თანახმად, ავტორიზებულად ჩათვლილი საჯარო სკოლები ავტორიზაციის სტანდარტების შერსულების მონიტორინგს დაექვემდებარებიან.  მონიტორინგის პირობებში მოხდება სკოლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მათთვის რეკომენდაციების გაწევა და სკოლების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. 

სკოლების ავტორიზაციის პროცესის პირველ წელს (2015წ) სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში არსებული საჯარო სკოლების კონკრეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და მოხდება რესურსების ამ მიმართულებით მოძიება და გადანაწილება. მონიტორინგის ვიზიტები სკოლებში 2016 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად 2085 სკოლიდან 417 სკოლა გადამოწმდება. 2016 წლიდან 5 წლის განმავლობაში მოხდება ყველა საჯარო სკოლის გადამოწმება. მონიტორინგის პროცესი იქნება ღია და არ იქნება დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტის საფრთხესთან. 
როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, 2020–2021 წლებში სასკოლო განათლება ეტაპობრივად გადავა განვითრების ახალ ეტაპზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ინფრასტრუქტურულ განვითრებასთან, ასევე სკოლაში მომზადების~გადამზადების ახალი დონის მასწვალებლის შესვლასთან. 

ამასთან, საჯარო სკოლები 2020–2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ვალდებულები იქნებიან ავტორიზაცია გაიარონ, რათა დაადასტურონ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა, მოიპოვონ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შეძლონ.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics