|
2018-03-20 14:03:38, 1390 ნახვა
კომენტარი
კილაძე: ჩვენი მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის, წამების, მკვლელობის არც ერთი შემთხვევა დაუსჯელი არ დარჩება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობა და უმცირესობა ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდნენ. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კონსენსუსის მიღწევა, პოზიციაც და ოპოზიციაც თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ, როგორც რუსეთს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ადამიანების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ არის და რუსეთს ეკისრება ყველანაირი პასუხისმგებლობა იქ ადამიანის უფლებების დარღვევაზე",-აღნიშნა კილაძემ. კილაძე ამ ეტაპზე ვერ ასახელებს კონკრეტულ უწყებას, რომელმაც რეზოლუცია უნდა აღასრულოს - შეადგინოს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მოახდინოს მასში ფიგურანტ პირებზე შესაბამისი რეაგირება: " განსაზღვრულია, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს,ჩვენთვის მთავარია იყოს პოლიტიკური ნება, რაც გვაქვს რეალურად და ეს ნებაა სწორედ გამოხატული რეზოლუციაში. დარწმუნებული ვარ, ყველა ის შესაბამისი უწყებები იქნებიან ჩართულები, რომელთა კომპეტენციაც არის სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, თუმცა კონკრეტულ უწყებას ახლა ვერ მოგახსენებთ.არც ერთი შემთხვევა ჩვენი მოქალაქეების არასათანადო მოპყრობის, წამების, მკვლელობის, ადამიანის უფლებების დარღვევის არ დარჩება დაუსჯელი",-განაცხადა სოფიო კილაძემ.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)