|
2018-03-20 12:57:47, 3085 ნახვა
სამართალი
უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
პორტალ Numbeo-ს 2018 წლის კვლევის თანახმად, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2 პუნქტით გაუმჯობესდა. კერძოდ, გასულ წელს, უსაფრთხოების კუთხით საქართველო მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-7 (79,17) ადგილზე იყო, ხოლო წელს მე-5 (79.65) ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება დანაშაულის ინდექსს, საქართველოში კრიმინალის დონე კვლავ დაბალია (20.35). უსაფრთხოების რეიტინგში ლიდერობს იაპონია, სადაც დანაშაულის ინდექსმა 13.10 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების ინდექსმა 86.90. ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ კატარი, სინგაპური და გაერთიანებული საემიროები. ყველაზე უარესი მაჩვენებლები გააჩნიათ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ტრინიდადი და ტაბაგო. რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, აზერბაიჯანი მე–23 ადგილზეა, სომხეთი — მე–17, თურქეთი — 52–ე, ხოლო რუსეთმა 65–ე ადგილი დაიკავა. ქალაქების უსაფრთხოების რეიტინგში თბილისი მე-16 ადგილზეა ( 80.19). დედაქალაქს დანაშაულის ინდექსში 19.81 ქულა აქვს, რაც კრიმინალის ძალიან დაბალი დონის მაჩვენებლია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)