14:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 23:45:08, 1869 ნახვა

საზოგადოება
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი საქართველოში დღეს დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინტენსიურად მუშაობს ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი სამი ქართველი მეზღვაურის  გათავისუფლებაზე, პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს მისიები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასევე პარტნიორი ქვეყნების საელჩოები.

ხვალ ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაგეგმილია შეხვედრა ნუკრი ხოხბასთან. შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს,  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics