14:53 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 11:41:15, 1796 ნახვა

საზოგადოება
„სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შესაბამის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, შესაბამის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების ხელშეწყობაზე.

„განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არანაირად არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ ქალაქის უკეთეს მომავალს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით და საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის დადებული კონტრაქტი 10 აპრილიდან გაუქმდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics