|
2018-03-06 13:14:21, 2086 ნახვა
სამართალი
პროსტიტუციაში არასრულწლოვანის არაძალადობრივი მეთოდებით ჩაბმა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ხდება
არასრულწლოვანის პროსტიტუციაში არაძალადობრივი მეთოდებით ჩაბმა, ან მისი წაქეზება სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება გახდება. აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. „ჩვენ დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაციები, მისი შედეგიდან გამომდინარე, რასაც ის პრაქტიკაში მოიტანას. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებითაც. იცით, რომ დღეს სიხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმაზე დასჯადობას, თუ ეს კეთდება ძალადობით, მაგრამ თუ ეს არ კეთდება ძალადობით, მაგალითად თქვენ იცით, რომ მათ შორის ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ყოველგვარი ძალადობის განხორციელების გარეშე და ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სიხლის სამართლის კოდექსით და პოლიციელი პროკურორი, რეალურად იყო ბერკეტს მოკლებული. დღეიდანვე უკვე მოვუწოდებ, თითოეულ მმართველს სხვადასხვა გასართობი დაწესებულებისა, რომ მიიღონ ეს მხედველობაში,რადგან არასრულწლოვნის, თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში იქნება ამიერიდან თავისუფლების აღკვეთით დასჯადი. ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს პროსტიტუციას ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით, მათ შორის ე.წ. სუტნიორობის გზითაც“,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)