08:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 17:45:25, 915 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ დედის დღე ომში დაღუპული გმირის დედას მიულოცა

მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან, მთავრობის წევრებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ამირან მამალაძის დედას მარინა მიქელაძეს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

მთავრობის წევრებმა ქალბატონ მარინას გმირი შვილის გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.

"მინდა მივულოცო ყველა დედას დღევანდელი დღესასწაული - დედის დღე! ვუსურვებ ყველა მათგანს ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ მარინა მიქელაძეს, რომელმაც გაზარდა ნამდვილი გმირი შვილი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას", - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ამირან მამალძე სოფელ ბარათაულში 1985 წლის 21 ივლისს დაიბადა. დაამთავრა ბარათაულის საჯარო სკოლა. 2004-2008 წწ. სწავლობდა შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წლის 2 მაისს ჩაირიცხა ქართული ჯარის 53-ე ბატალიონის, მე-5 ბრიგადაში. დაიღუპა 9 აგვისტოს. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1,000-1,000 ლარი გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა ჩინეთის სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics