|
2018-03-02 12:02:00, 1573 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო - 1960 წლის შემდეგ, წელს საქართველოში მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი იყო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1960 წლის შემდეგ, წელს საქართველოში მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი იყო. სააგენტოს ცნობით, თებერვალი ასევე თბილი იყო 1966, 1977 , 2009, 2016, და 2013 წლებში. „მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +3, +4°C შეადგინა. თებერვლის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°C, აღმოსავლეთ საართველოს ვაკე ტერიტორიაზე +3, +6°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში -1, +5°C-ის ფარგლებში აღინიშნა. ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +6°C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაიკვირვებოდა. ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +21, +23°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია. თებერვლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები, თვის პირველ რიცხვებში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -13, -16°C-მდე დაეცა. ნალექების რაოდენობის მიხედვით, თებერვლის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო. შედარებით ნალექიანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს დაახლოებით 30%-ით აღემატებოდა. ნალექების თვის მაქსიმალური რაოდენობა (70-100 მმ), ჩვეულებრივ, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა კოლხეთის დაბლობზე და მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (0-10 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)