|
2018-02-28 20:46:15, 1063 ნახვა
რეგიონი
ნიკა მელიასა და ბორჯომის საკრებულოში მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ბორჯომის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელია საკრებულოში მივიდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მას შენობის დატოვება მოსთხოვეს და მისი პარტიის მმართველობის პერიოდი შეახსენეს. „ის რაც დღეს, ხდება და არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება, რამდენი საათი გაგრძელდება ბორჯომის საკრებულოში, უკვე ალბათ "ქართული ოცნების" ნებისმიერი მხარდამჭერისთვისაც უნდა იყოს ნათლად გასაგები, რომ ეს ხელისუფლება, არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია. რა მოხდა დღეს, ძალიან მოკლედ მინდა ავხსნა. დღის 12 საათიდან, "ქართული ოცნების" 700-მდე აქტივისტს, მათ შორის ზონდერებს, ჰყავთ გამომწყვდეული დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებსაც აქვთ საკრებულოში უმრავლესობა. უკვე 9 საათის განმავლობაში ისინი არიან გამოკეტილნი“, - განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში. ცნობისთვის, ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ისევ ვერ დამტკიცდა, რის გამოც საკრებულოში მთელი დღის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს, მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)