|
2018-02-26 20:36:34, 1607 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: მოუკლეს და დატირების საშუალებას არ აძლევენ, ეს ადამიანურ წესებში არ ჯდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიება მოხდეს და ასევე მისი ცხედარი ოჯახს გადმოეცეს. „საერთაშორისოთანამეგობრობა არის ძალიან აქტიურ რეჟიმში ჩართული და ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდეს ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს,ოჯახმა შეძლოს, საკუთარი შვილი დაიტიროს.მოუკლეს და დატირების საშუალებას არ აძლევენ, ეს ადამიანურ წესებში არ ჯდება“,-განაცხადა ხუნდაძემ სოფელ ნატახტარში, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე დღეს უარი თქვა. ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება. რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)