|
2018-02-26 13:39:26, 2061 ნახვა
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა. ამის შესახებ სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „სეს-ი ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას განაგრძობს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა“, სადაც მიმდინარე წელს განხორციელებული შემოწმებების შედეგად სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა. ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს",-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)