06:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 16:40:19, 641 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია  ევროკავშირის  ხელმძღვანელის  მოადგილეს  კარლო ნატალეს შეხვდა. 

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ევროკავშირის  დელეგაციის წარმომადგენელს აფხაზეთის  ლეგიტიმური მთავრობის  საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხს.

მხარეები ურთიერთობების გააქტიურებაზე და  შესაძლო პროექტების  განხორციელებაზე შეთანხმდენენ,  რომელიც   ორიენტირებული იქნება როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ისე დევნილობაში მყოფი მოსახლეობის  კეთილდღეობაზე.

შეხვედრას ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების წარმომადგენელი  ირაკლი ქობალია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics