07:20 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 11:25:49, 638 ნახვა

რეგიონი
აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის აფრიკარიუმის მუშაობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ვროცლავის აფრიკარიუმი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სტრუქტურას და ტექნოლოგიას გაეცნენ.

კერძოდ, მათ აფრიკარიუმის მესვეურებისგან  ობიექტის წყალმომარაგების, წყლის გაწმენდის სისტემებისა და ხელოვნური მიკროკლიმატის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
 
აფრიკარიუმი ქალაქ ვროცლავში 2014 წელს გაიხსნა და იგი ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში.

თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. 4000-ზე მეტი მცენარე, ეგზოტიკური თევზების სახეობები და ზღვის ცხოველები, რომელთა ნახვაც სპეციალური ტერასებიდან და წყალქვეშა გვირაბებიდანაა შესაძლებელი. ოკეანერიუმი 19 აუზისგან შედგება. აქვე მოწყობილია ორი 8 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. გარდა ამისა, აფრიკარიუმი აღჭურვილია საკონფერენციო და სასწავლო სივრცეებით, სადაც პერიოდულად იმართება სამეცნიერო ლექციები, შეხვედრები თუ ვორქშოპები.

აფრიკარიუმის მესვეურებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისა ქართველი კოლეგებისადმი.

უფრო მეტიც, აჭარის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ საინვესტიციო პროექტის ბათუმში შესაძლო განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა.

უკვე დაიგეგმა მათი ვიზიტი ჩვენს რეგიონში, რომლის ფარგლებშიც პოლონელი ინვესტორები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics