|
2018-02-22 18:31:38, 863 ნახვა
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს. ვიზიტის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის 2018 წლის თანამშრომლობის გეგმის განხილვა და ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკაში წარმოადგენენ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერიძე. აჭარის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოში, DAWG-ში ვიზიტით დაიწყო. სააგენტოს პრეზიდენტთან ჰუბერტ პაპაჟთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც DAWG-ის წარმომადგენლები, საქართველო-პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი- სტანისლავ რაზნიევსკი, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი- კაროლ პრზივარა, პროტოკოლის განყოფილების უფროსი- ალექსანდრა მიროვსკა და საქართველოს ელჩი პოლონეთში-ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ. პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ გამართა. პრეზენტაციის შემდეგ მასპინძლებს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიმართა სიტყვით და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია. ზურაბ პატარაძემ ასევე განიხილა საერთო, ქართულ-პოლონური ეკონომიკური პროექტები. აღსანიშნავია, რომ აჭარაში 6 პოლონური კომპანია ფუნქციონირებს. ,,დინამიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. თუმცა, ვფიქრობ, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. სისტემატურად იმართება ბიზნეს და ტურისტული ფორუმები, რომლებშიც ჩვენი რეგიონები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 3-5 აპრილს, ქვ. სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბათუმში აჭარა-ქვემო სილეზიის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართება. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა: სისტემატიურად იმართება ფრენები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ვარშავის მიმართულებით. მისასალმებელია, რომ მარტის ბოლოდან დაინიშნება პირდაპირი რეისები ქუთაისიდან ვროცლავსა და კატოვიცეში"-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბათუმის პორტის მნიშვნელობასა და პოტენციალზე ტვირთების გადაზიდვის საკითხში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვასა და სატრანსპორტო გადაადგილების მაჩვენებლებს. შეხვედრაზე პატარაძემ მზადყოფნა გამოთქვა პირადად ჩაერთოს ქართველი და პოლონელი ბიზნესმენების უფრო დაახლოვების საქმეში. „ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და საქმიანი წრეების კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებას ჩვენს რეგიონში," - აღნიშნა პატარაძემ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ქვედა სილეზიის მარშალთან ცეზარ პრზიბილსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე, გაიმართება ქვედა სილეზიის ჟურნალისტების მიერ აჭარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. დელეგაცია საერთაშორისო ტურიზმის გამოფენასაც დაესწრება. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)