14:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 16:14:04, 1630 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება

„ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა აუცილებელი წინაპირობაა, რომ აღნიშნული მიზანი იქნას მიღწეული.

„ეს რეფორმა არის ძალიან მასშტაბური და ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ადამიანებს. ფინანსთა სამინისტრო მზადაა, გათვალისწინებული იყოს თითოეული მეწარმის ინტერესები. ვფიქრობ, რომ საქართველოში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აღნიშნული ინიციატივის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეწარმეებმა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია, მოვისმინოთ მეწარმეების მოსაზრებები. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი ინიციატივა და უფრო კარგად მოვარგოთ ის იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.    

ახალი საგადასახადო ინიციატივის გაცნობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საინფორმაციო კამპანიას რეგიონებშიც გააგრძელებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics