14:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 15:03:04, 1648 ნახვა

კომენტარი
ოთარ დანელია: მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მარტვილში მწიფდება პოლიტიკური კრიზისი“, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიმართა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.

„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ გვქონდა საუბარი. მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ ამ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მათ შორის მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ასევე ერთგვარად ხელს უწყობს ამ პრობლემის კიდევ უფრო ესკალაციას“, - მიმართა ოთარ დანელიამ ირაკლი კობახიძეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics