22:27 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 16:16:49, 2370 ნახვა

მსოფლიო
WHO: ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა

ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები გაიზარდა

ევროპაში წითელას გავრცელების შემთხვევები გაიზარდა, - ამის შესახებ BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდნობით იუწყება.

ორგანიზაციის სპეციალისტების განცხადებით, 2016 წელს, რეკორდული მინიმუმის - 5273 შემთხვევის შემდეგ, ამჟამინდელი მდგომარეობა შეიძლება ტრაგედიად შეფასდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს დაავადების შემთხვევები 400%-ით გაიზარდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სულ 20 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 35 შემთხვევაში შედეგიფეტალური აღმოჩნდა.

ევროპის 15 ქვეყანაში მათ შორის დიდ ბრიტანეთში წითელას შემთხვევები გაზრდილია, თუმცა ყველაზე მეტი შემთხვევა რუმინეთში (5,562), იტალიასა (5,006) და უკრაინაში (4,767) დაფიქსირდა.

WHO -ში განმარტავენ, რომ წითელას გავრცელების შემთხვევების გაზრდა გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანები ვაქცინაციას თავს არიდებენ.

ცნობისთვის, 17 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში წითელას ვირუსის 278 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, წითელაზე ვაქცინაცია ჩაიტარონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით დაავადების მატება ფიქსირდება და ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics