14:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 15:22:25, 2499 ნახვა

სამართალი
გერმანიის შსს-მ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.

გერმანიის შს უწყების ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, ოქტომბერში თავშესაფარს 355 ადამიანი ითხოვდა, ნოემბრის თვეში რიცხვი ისევ გაიზარდა და 444 შეადგინა. დეკემბრის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს 522 მოქალაქე ითხოვდა, ხოლო იანვარში - 745 პირი.

ბუნდესტაგში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს.

„თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და ისევ შემოიღოს სავიზო რეჟიმი“, - განუცხადა მაიერმა.

მისივე თქმით, ქართველების უმეტესობა ვიზალიბერალიზაციას ბორატად იყენებს. მაიერმა დასძინა, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს არალეგიტიმურად ითხოვენ.

თავად გამოცემა წერს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა, გერმანიას ე.წ. შეჩერების მექანიზმის საკითხის განხილვასაც აიძულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics