|
2018-02-20 10:01:15, 1943 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ჩაბუქი დღეს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დღეს, ადვოაკატებთან ერთად სპეციალურ მედია ბრიფინგს გამართავს. მედიასთან შეხვედრა იურიდიული კომპანიაში "პროცესი" 16.00 საათზე დაიწყება. ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ დღეს გაათავისუფლა. პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. თუმცა, პროკურორმა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ისინი ჩაბუქის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა თავად მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბუქი საექსტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი 24 თებერვალს იწურება. უცნობია, როდის ჩაინიშნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩაბუქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროცესი. სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, სხდომაზე უნდა განიხილონ დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობის თაობაზე, შემდეგ კი, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)