|
2018-02-16 16:30:21, 1551 ნახვა
საზოგადოება
კალაძე „ფორმულა 1“-ის ცნობილ ბრიტანელ მრბოლელს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე „ფორმულა 1“-ის ცნობილ ბრიტანელ მრბოლელს ზოი ვიტაკერსა და საქართველო-ბრიტანეთის სამრეწველო პალატის დირექტორს მაკო აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრაზე „ფორმულა 1“-ის მრბოლელის მონაწილეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მასშტაბური პროექტის - Driving with Zoe განხორციელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საკოლექციო კლასიკური ავტომანქანებით რბოლა 26 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, თბილისის გარდა, კიდევ რამდენიმე ქალაქშია დაგეგმილი. პროექტის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ახალი კუთხით წარმოჩენა და მოგზაურობის ალტერნატიული სახეობის - კლასიკური ავტომანქანებით რბოლის პოპულარიზაციაა. „გვსურს, რომ კლასიკური ავტომანქანების რალიში რაც შეიძლება მეტი ქართველი და ადგილობრივი მოსახლე ჩავრთოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩამოსვლა და რალის გამართვა კი არა, მასში საზოგადოების ჩართვაცაა. 26 მაისი, რალის დაწყების დღედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. რალი ასევე, არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ, რათა ნახონ, თუ რა ბიზნეს შესაძლებლობებია ქვეყანაში“, - განაცხადა ზოი ვიტაკერმა. ბრიტანელმა მრბოლელმა ასევე, სურვილი გამოთქვა, რომ აღნიშნულ პროექტს სოციალური დატვირთვაც ჰქონდეს. კერძოდ, მისი განცხადებით, საქართველოში პროექტის უსაფრთხო ტარების პოპულარიზაციისთვის გამოყენებაა შესაძლებელი. ზოი ვიტაკერის პროექტის ფარგლებში, საქართველოზე დოკუმენტური ფილმიც მომზადდება. ბრიტანელი მრბოლელი საქართველოში პირველად გასული წლის აგვისტოში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს მისი პროექტის - Driving with Zoe საქართველოსთან დაკავშირება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა წარმოადგენდა. (NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)