|
2018-02-13 13:34:06, 2264 ნახვა
სამართალი
გიორგი ფანცულაია: დღეს მოსამართლემ დანაშაული წაახალისა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით დანაშაული წაახალისა. „დღეს მოსამართლემ წაახალისა დანაშაული,მან ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უწყებებს მიანიშნა, ნებისმიერი სახის დანაშაული ჩაიდინეთ, ჩვენ კი აქ იმიტომ ვართ, რომ თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაული "გავაპრაოთო". შესაბამისად, ეს არის წახალისება მომავალი დანაშაულებისაც.ვინც ასეთ სცენარს დადგამს სხვა საქმეზეც და მას ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუჩნდება ასეთი სცენარების დადგმის სურვილი,მას ექნება დაუსჯელობის სინდრომი. ვისაც ჩაუდებენ,ვისაც საქმეს შეუკერავენ და ვისაც ბრალს წუყენებენ, "გაპრავებული" იქნება",- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)