23:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 12:25:30, 1086 ნახვა

სამხედრო
იზორია: ნატო ითხოვს, შეიარაღებისთვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ - ეს ისტორიული მოვლენაა

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უწყებაში ოპტიმიზაცია დაიწყო იმ მიზნით, რომ თანხები უმეტესწილად, შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ყოფილიყო მიმართული.

„ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53% 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატო-ს სტანდარტი. თუ იყო 2016 წელს ეს 66%, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გახდა 53%. გარდა მისა, მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტიც დავაკმაყოფილეთ. კერძოდ, მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე. თქვენ იცით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რასაც ვაკმაყოფილებთ და მეტიც, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა. ისტორიული მოვლენაა სწორედ ისიც, რომ წელს შევიძინეთ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. ასევე წელს ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას. ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს დაცულად“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ცნობისთვის, მინისტრი თავდასცვისა და უშიშროების კომიტეტს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს აცნობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics