|
2018-02-13 12:10:53, 3125 ნახვა
სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მამალაძე მეორე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, რითაც პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვინაიდან პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ მოტივის ნაწილში გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება მამალაძის გასამართლებას ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ითხოვდა. ე.წ. ციანიდის საქმეზე მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ცნობილია, რომ ადვოკატები განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)