|
2018-02-13 09:32:54, 1761 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადდება. როგორც ბრლადებულ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, მტკიცბულებების გათვალისწინებით, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, დეკანოზი უნდა გამართლდეს. „თუ სასამართლო ძალაში დატოვებს ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენს, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ეს იქნება ნიშანი, რომ მოსამართლეები და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ყველა ეს მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის გარკვეული პირთა მიერ დაგეგმილი, ძალიან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი“, - აღნიშნა რამიშვილმა. მისივე თქმით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ზემდგომ ინსტანციას მიმართავენ. სასამართლოს გადაწყვეტილება 12:00 საათზე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად 7 თებერვალს გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)