|
2018-02-12 21:23:49, 1911 ნახვა
სამართალი
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებაში ბრალდებულები: ანატოლი ბერძენიშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილი, საედ დუდაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეს მყოფების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაგრძელების საფუძველი არსებობდა. წინასასამართლო სხდომა 22 მარტს გაიმართება. 1 თვით პროცესი პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო. შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)