2018-02-12 18:37:20, 2429 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსასხური, გენპროკურატურა და პოლიცია სააკაშვილის დაკავებასთან კავშირს უარყოფენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაუკავებია, - ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის პრეს-მდივანმა ელენა გიტლიანსკაიმ განაცხადა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
"ჩვენ არ დაგვიკავებია", - დასძინა პრეს-მდივანმა.
სააკაშვილის დაკავებას უკრაინის გენერალური პროკურატურაც უარყოფს.
"ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ.
გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს უკრაინის ეროვნული პოლიციაც.
"ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვარკვევ. ვცდილობ გავიგო, ვინ მოახდინა დაკავება", - განაცხადა ეროვნული პოლიციის სპიკერმა იაროსლავ ტრაკალომ.
ავტორი: ,