|
2018-02-12 12:40:08, 675 ნახვა
რეგიონი
შუახევის სოფლებში - კლდისუბანში და ბესელაშვილებში, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია და სოფლებში კლდისუბანსა და ბესელაშვილებში თანამედროვე სტანდარტების ახალი ხიდის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. მდინარე აჭარისწყალზე აშენებული ხიდი ორ სოფელს ცენტრალურ გზასთან დააკავშირებს. პროექტი აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მიმდინარე სამუშაოებზე 390.000 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია ,,სინათლე 2006“-მა განახორციელა. ხიდი, ამავდროულად, სამკურნალო აბანოსთან (შუახევის აბანო) მისასვლელი ერთადერთი გზაცაა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საავტომობილო გზიდან ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც განხორციელდა. ზურაბ პატარაძემ კლდისუბნისა და ბესელაშვილების მაცხოვრებლებს ახალი ხიდი მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინეს და დღეს ორივე სოფელს ახალი ხიდი აქვს. ,, ხიდის არსებობა უმნიშვნელოვანესია კლდისუბნისა და ბესელაშვილების მოსახლეობისთვის, რომელთაც გაუმართავი ხიდის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ. მათ ეს პრობლემა მოუგარდა და დღეიდან, გადაადგილება ახალი კაპიტალური ხიდის საშუალებით შეეძლებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მთაში მოსახლეობისთვის უფრო მეტი სერვისის შექმნის, უფრო მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის” - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ხიდის სიგრძე 60 მეტრი, ხოლო სიგანე 5,4 მ-ია. ხიდის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)