18:47 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-11 18:48:38, 2274 ნახვა

მსოფლიო
მედიის ცნობით რუსეთში თვითმფრინავი ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა. 

"რია ნოვოსტის" ცნობით, ფოსტაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მათ ვერტმფრენები საერთოდ არ ჰყავთ.

თვითმხილველების ცნობით, ჩამოვარდნამდე ვერტმფრენის ფრთის ქვეშ აფეთქება დაინახეს. შეგახსენებთ, რომ „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო ლაინერი ან-148 რადარებიდან დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე გაუჩინარდა.

ადგილზე მაშველების ორი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული.

ბორტზე 65 მგზავრი და ექვსი  ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და საგანაგებო სამსახურების მაღალჩინოსნები. 

მიმდინარეობს გამოძიება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics