|
2018-02-09 14:11:08, 2082 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში შესაძლოა, კანაფის წარმოების ლეგალიზება მოხდეს
საბერძნეთის ხელისუფლება სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოების ლეგალიზებას გეგმავს, - ამის შესახებ The Associated Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა მიმდინარე თვის ბოლოს მოხდება. ადგილობრივი მთავრობა მიიჩნევს, რომ კანაფის წარმოების ლეგალიზება ქვეყანას მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება. საბერძნეთში სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მოხმარება გასული წლიდან არის შესაძლებელი. მედიის ცნობით, ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მეწარმეები კანაფის წარმოებასა და გაყიდვასაც შეძლებენ. თუმცა, საბერძნეთი კანაფის სრულად ლეგალიზებას არ აპირებს. საუბარია იმაზე, რომ კანაფის კულტივირება და გაყიდვა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის იქნება დაშვებული. საბერძნეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება ქვეყანას 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიარდი ევროს შემოსავალს მოუტანს და 400 სამუშაო ადგილს შექმნის. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მწარმოებული უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის, მას არ უნდა იყოს ნასამართლები ან დაკავებული კანაფის მოხმარებისა ან არალეგალურად წარმოების ბრალდებით და მისი მიწის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს - 0,004 047 კვადრატულ მეტრს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)