18:11 - 07 Jul, 2026
|
2018-02-09 11:59:02, 1957 ნახვა
სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 51-ე სკოლის სასწავლო ნაწილი იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის 2 მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი. ერთ-ერთი მათგანი თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილია. მისი დაკითხვა უკვე დაიწყო. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კვლავ საქმეზე არასწორი მიმართულებით ჩატარებულ გამოძიებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)