18:11 - 07 Jul, 2026
|
2018-02-08 17:33:14, 2648 ნახვა
სამართალი
დოდო გუგეშაშვილი ჩვენებას, სავარაუდოდ, ხვალ მისცემს
მხედრიონის ყოფილი წევრი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, გამოძიებას ჩვენებას ხვალ მისცემს. როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მას პალატაში სწორედ ხვალ გადაიყვანენ. შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს გუშინ დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)