|
2018-02-08 13:25:09, 1860 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115“-ის წევრებმა გიორგი შარვაშიძეს „სამარცხვინო რექტორი“ უწოდეს (ვიდეო)
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართლ ღონისძიებაზე შესვლა ვერ მოახერხეს, პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, დარბაზში არ შეუშვეს სტუდენტები, რომ მათ თავისი სათქმელი ეთქვათ. „ყოველთვის ვიბრძოლებთ უნივერსიტეტის შინაარსის დასაბრუნებლად“, - აღნიშნეს სტუდენტებმა. მათ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტექსტიც წაიკითხეს. მოგვიანებით, აუდიტორია 115-ის სტუდენტებთან ვითარებაში გასარკვევად თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე მივიდა. სტუდენტებმა მას სამარცხვინო რექტორი უწოდეს. „სამარცხვინო რექტორი ბრძანდებით ბატონო გიორგი, სტუდენტებს რომ გარეთ დატოვებთ და თქვენ შიგნით შებრძანდებით. სამარცხვინო ხართ, უნივერსიტეტს შინაარსს ვერ დაუკარგავთ“, - მიმართეს სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორს. საიუბილეო ღონისძიება თსუ-ში უკვე დასრულებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)