|
2018-02-08 13:01:06, 1782 ნახვა
საზოგადოება
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორ ფარმან ჯეირანლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კლინიკის დირექტორი მის მიმართ წარდგენილი ორი მუხლიდან ერთში დამნაშავედ სცნეს, მეორეში კი, გაამართლეს. წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში, რომელიც თაღლითობას გულისხმობს, ბრალდებული გაამტყუნეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, რომელიც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა/გაყალბებას გულისხმობს (სსკ-ის 247-ე მუხლი), მოსამართლემ ბრალდებული გაამართლა. შეგახსენებთ, პროკურატურამ შ.პ.ს „ლანცეტის“ დირექტორი, პაციენტებისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის, მოტყუებით დაუფლებისა დ სიცოხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა. პროკურორის მტკიცებით, ფარმან ჯეირანმა, პაციენტების თანხა თაღლითურად მიითვისა და ოპერაცია ლიცენზიის გარეშე ჩაატარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)