|
2018-02-07 20:42:14, 1789 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებსა და იმ სიახლეებზე გამახვილდა, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის განვითარებისთვის იგეგმება. სამედიცინო პერსონალთან ერთად, შეხვედრაზე ასევე ცენტრის ფუნქციონირებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს. სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქის მერიის მიზანია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლების საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა ფილიალის მენეჯერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უფროსი და უმცროსი ექიმები დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)