|
2018-02-06 15:17:46, 2311 ნახვა
საზოგადოება
20 თებერვლიდან rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება
20 თებერვლიდან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ახალი პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას. მაია ზავრაშვილის განცხადებით, ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფოსთან ანგარიშგება ელექტრონული ფორმით შეეძლება. მისი თქმით, პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელის ინფორმირებას ელექტრონულად ან მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიერ მიერ შესასრულებელი სავალდებულო ქმედებების ვადის დადგომის შესახებ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)